FAQ

როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?

საიტზე რეგისტრაცია ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მომხმარებელმა სამი არსებული ჯგუფიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი: მოსწავლე, მასწავლებელი, ზოგადი მომხმარებელი. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (ჯგუფის არჩევის შემდეგ) თქვენ დაინახვათ პროფილის ველების სრულ ჩამონათვალს. სხვადასხვა ჯგუფისთვის არსებობს ველებისა და მათი სავალადებულოობის განსხვავებული კომბინაციები.

რომელი ველებია ყველასთვის სავალდებულო?

სამივე ჯგუფისთვის სავალდებულო ველებია: ელ ფოსტა, პაროლი, სახელი და გვარი

შეუძლია თუ არა მოსწავლეს მასალების გამოწერა?

მასალების გამოწერა შეუძლია მხოლოდ მასწავლებელს.

არის თუ არა პაროლზე რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები?

პაროლზე განსაკუთრებული შეზღუდვები ან ლიმიტები არ მოქმედებს, შეგიძლიათ დაიყენოთ ნებისმიერი სირთულის პაროლი, მინიმუმ 4 სიმბოლოს სიგრძის.

როგორ უნდა გავააქტიურო ანგარიში?

რეგისტრაციის დასრულებისას, ანგარიში ავტომატურად გააქტიურდება და თქვენს პროფილზე მოვა შეტყობინება ამის თაობაზე.

როგორ აღვადგინო პაროლი?

დავიწყებული პაროლის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისას მითითებული ელფოსტის შეყვანით. ამის შემდეგ, ელფოსტაზე იგზავნება წერილი პაროლის განახლების დროებითი ბმულით, სადაც მომხმარებელს შეუძლია ახალი პაროლის შეყვანა.

შესაძლებელია თუ არა მობილური ტელეფონის მეშვეობით საიტზე რეგისტრაცია?

საიტზე რეგისტრაცია და შემდგომში მისი გამოყენება შესაძლებელია მობილური ტელეფონის მეშვეობით

რა არის ჩემი პროფილი?

რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე აქვს საკუთარი პროფილი სპეციალური განყოფილებებით.

რა უნდა გამოჩნდეს მასწავლებლის ჯგუფის პროფილში?

მასწავლებელთა ჯგუფის პროფილში უნდა გამოჩნდეს იმ მოსწავლეთა სია, ვინც მიმდინარე მასწავლებელი მონიშნა საკუთარ მასწავლებლად პროფილში. სია არის სტატიკური, სახელების და გვარების ჩამონათვალი, დაჯგუფებული სკოლის და კლასის მიხედვით. ასევე ჩანიშნულ მასალებს სასწავლო მასალებიდან, რომელიც მასწავლებელმა ჩაინიშნა შესანახად.

რა უნდა გამოჩნდეს მოსწავლის და ზოგადი მომხმარებლის ჯგუფის პროფილში?

მოსწავლი და ზოგადი მომხმარებლი პროფილში ხედავს საკუთარ პროგრესს, რომელიც გულისხმობს გავლილი გაკვეთილების და შესრულებული გაკვეთილების სტატუსების მაჩვენებლების ვიზუალიზაციას — რომელი გაკვეთილია დასრულებული, რომელი გაკვეთილების ტესტებია ნაპასუხები, ა.შ.

რა უნდა გამოჩნდეს მოსწავლის ჯგუფის პროფილში?

მოსწავლე საკუთარ პროფილში ხედავს ასევე ოლიმპიადის სტატუსის გვერდს, სადაც ჩანს მიმდინარე ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ — ჩართულია თუ არა მომხმარებელი ოლიმპიადაში ან, დასრულებისას, რომელ ადგილზეა იგი ყველა მომხმარებელს შორის.

ვის შეუძლია ოლიმპიადაში მონაწილეობა?

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეს, რომელიც სპეციალურ ღილაკზე დაჭერით დააფიქსირებს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს.