ოლიმპიადაში მონაწილეობის წესები და პირობები

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით ან შემოდით საიტზე.
ოლიმპიადაში რეგისტრაციის დაწყება:
ოლიმპიადაში რეგისტრაციის დასრულება:

ოლიმპიადის დაწყება:
ოლიმპიადის დასრულება:

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ 2017- 2018 წლების ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართა 26 მარტს. დეტალური ინფორმაცის იხილეთ ბმულზე.

2018-2019 წლების ოლიმპიადა დაიწყება 2018 წლის ნოემბერში.

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.

ოლიმპიადის მიზანი

ოლიმპიადის მიზანია სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება.

ვის შეუძლია მონაწილეობა

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ვებ-გვერდზე „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ დარეგისტრირებულ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასები ყველა მოსწავლეს. ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ოლმპიადა ტარდება ორ ტურად

პირველი ტური:

საიტზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში.  საკუთარი  სურვილი   მან  უნდა  დაადასტუროს  სპეციალურ  ფუნქციონალის  „ოლიმპიადაში მონაწილეობა“  მონიშვნით.

ოლიმპიადაში  მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 4 ნოემბერს და დასრულდება 2019 წლის 31 მარტისა, 24 საათზე. ოლიმპიადის პირველი ტური გაგრძელდება 2019 წლის 15 აპრილამდე.

ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ ეტაპობრივად უნდა უპასუხოს შეკითხვებს, რომელიც ვებ.გვერდზე არსებული გაკვეთილების რაოდენობის ტოლია.  შეკითხვები  მოსწავლეს  გამოუჩნდება  ვებ.გვერდით სარგებლობისას, მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლე დახურავს  (სრულად შეასრულებს) რომელიმე 5 გაკვეთილს ( ანუ გამწვანებული იქნება ამ გაკვეთილების შემდეგი მანიშნებლები: „წაკითხულია“, „სავარჯშო 1 შესრულებულია“, სავარჯიშო 2 შესრულებულია.“)

მოსწავლეს ვებ.გვერდი შეთავაზებს მხოლოდ  იმ  შეკითხვებს,  რომლის  შესაბამისი  გაკვეთილიც  მას  უკვე  დახურული  (წაკითხული და დავალებები შესრულებული)  აქვს. შესაბამისად, მოსწავლეს, რომელსაც წაკითხული აქვს მეტი გაკვეთილი, სისტემა შესთავაზებს მეტ შეკითხვას და გაეზრდება შანსი დააგროვოს გაცილებით მეტ კითხვაზე სწორი პასუხი.

ოლიმპიადაში  ჩართული  მოსწავლეებისათვის,  კითხვების  გამოჩენის  შეთავაზება  ხდება   წინასწარი  გაფრთხილების  გარეშე. შეთავაზების გამოჩენისას მოსწავლემ უნდა დაადასტუროს მზადყოფნა კითხვაზე პასუხის გასაცემად. თუ მოსწავლისათვის ამ დროს კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხერხებელია, მას შეუძლია მონიშნოს უარი და შეკითხვები მოგვიანებით გამოუჩნდება.

თუ მოსწავლე დაადასტურებს, რომ მზად არის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მას მიეცემა თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ განსაზღვრული დრო. თუ  დროის  ამოწურვამდე  მოსწავლემ  კითხვას  პასუხი  არ  გასცა (ან  დახურა ფანჯარა, ან  გავიდა სხვა გვერდზე),  კითხვაზე პასუხი ითვლება  არასწორად.  კითხვაზე  პასუხის  შემდეგ,  მოსწავლე  არ  იღებს  ინფორმაციას  პასუხის  სისწორის  შესახებ.

შესაძლოა მოსწავლეს ერთდროულად რამდენიმე კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა. თუ  გამოსაჩენ  რიგში  დგას  რამდენიმე  კითხვა,  მოსწავლესთან კითხვები  გამოდის  რიგრიგობით,  ერთმანეთის  მიყოლებით  და  ჩანს  მიმდინარე  სესიის  კითხვების  რაოდენობა  (მაგალითად,  “კითხვა 2   4-დან”).

ოლიმპიადის პირველი  ტურის ყველა   კითხვაზე   პასუხის   გაცემის   შემდეგ,   მოსწავლე   მიიღებს   შეტყობინებას,   რის  შემდეგაც  მოსწავლეს  ოლიმპიადის  საინფორმაციო  გვერდზე  დაინახავს,   რამდენ  კითხვას  უპასუხა  სწორად  და  რომელი  ადგილი  დაიკავა ოლიმპიადაში მონაწილეთა  საერთო  სიაში. ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლებიან  ის მოსწავლეები, რომელებმაც ყველაზე მეტ კითხვას გასცეს სწორი პასუხი. თანაბარი ქულების შემთხვევაში მეორე ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომელებმაც კითხვებზე პასუხის გაცემას შედარებით ნაკლები დრო მოანდომეს.

ონლაინ ოლიმპიადის  პირველი ეტაპის დასრულების  შემდეგ, ვლინდება  გამარჯვებული  ათეული, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. მეორე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები.

მეორე ტური:

ოლიმპიადის მეორე ტურში გაიმართება არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა, თბილისში. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს, ოლიმპიადის ორგანიზატორის მიერ მიეცემათ წერითი დავალება, დაწერონ ესე ადამიანის უფლებების შესახებ.

მეორე ტურში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.

პრიზები

ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.

ასევე დაჯილდოვდება პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი, თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ვებ.გვერდზე ჰყავს მითითებული.

გისურვებთ წარმატებას!