ოლიმპიადა 2023

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით ან შემოდით საიტზე.
ოლიმპიადაში რეგისტრაციის დაწყება:
ოლიმპიადაში რეგისტრაციის დასრულება:

ოლიმპიადის დაწყება:
ოლიმპიადის დასრულება:

ოლიმპიადაში  მონაწილეობის  წესები  და პირობები

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ 2023 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.

ოლიმპიადის  მიზანი

ოლიმპიადის მიზანია სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება.

ვის  შეუძლია  მონაწილეობა

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ვებ-გვერდზე „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ დარეგისტრირებულ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასების ყველა მოსწავლეს. ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ოლიმპიადა  ტარდება  ორ  ტურად

პირველი  ტური:

საიტზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში.  საკუთარი  სურვილი   მან  უნდა  დაადასტუროს  სპეციალურ  ფუნქციონალის  „ოლიმპიადაში მონაწილეობა“  მონიშვნით.

ოლიმპიადაში  მონაწილეების  რეგისტრაცია  დაიწყება  2023  წლის  6  თებერვალს   და  დასრულდება  2023  წლის 24  აპრილს,  18  საათზე.  ოლიმპიადის  პირველი  ტური  გაგრძელდება  2022  წლის  25  მაისამდე.

ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ ეტაპობრივად უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც ვებ.გვერდზე არსებული გაკვეთილების რაოდენობის ტოლია.  კითხვები  მოსწავლეს  გამოუჩნდება  ვებ.გვერდით სარგებლობისას, მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლე დახურავს  (სრულად შეასრულებს) რომელიმე 5 გაკვეთილს ( ანუ გამწვანებული იქნება ამ გაკვეთილების შემდეგი მანიშნებლები: „სავარჯიშო 1 შესრულებულია“, სავარჯიშო 2 შესრულებულია.“)

მოსწავლეს ვებ.გვერდი შესთავაზებს მხოლოდ  იმ  შეკითხვებს,  რომლის  შესაბამისი  გაკვეთილიც  მას  უკვე  დახურული  (დავალებები შესრულებული)  აქვს. შესაბამისად, მოსწავლეს, რომელსაც წაკითხული აქვს მეტი გაკვეთილი, სისტემა შესთავაზებს მეტ კითხვას და გაეზრდება შანსი დააგროვოს გაცილებით მეტ კითხვაზე სწორი პასუხი.

ოლიმპიადაში  ჩართული  მოსწავლეებისათვის,  კითხვების  გამოჩენის  შეთავაზება  ხდება   წინასწარი  გაფრთხილების  გარეშე. შეთავაზების გამოჩენისას მოსწავლემ უნდა დაადასტუროს მზადყოფნა კითხვაზე პასუხის გასაცემად. თუ მოსწავლისათვის ამ დროს კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხერხებელია, მას შეუძლია მონიშნოს უარი და შეკითხვები მოგვიანებით გამოუჩნდება.

თუ მოსწავლე დაადასტურებს, რომ მზად არის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მას მიეცემა თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ განსაზღვრული დრო. თუ  დროის  ამოწურვამდე  მოსწავლემ  კითხვას  პასუხი  არ  გასცა (ან  დახურა ფანჯარა, ან  გავიდა სხვა გვერდზე),  კითხვაზე პასუხი ითვლება არასწორად. კითხვაზე პასუხის შემდეგ, მოსწავლე არ იღებს ინფორმაციას პასუხის სისწორის შესახებ.

შესაძლოა მოსწავლეს ერთდროულად რამდენიმე კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა. თუ გამოსაჩენ რიგში დგას რამდენიმე კითხვა, მოსწავლესთან კითხვები გამოდის რიგრიგობით, ერთმანეთის მიყოლებით და ჩანს მიმდინარე სესიის კითხვების რაოდენობა (მაგალითად, "კითხვა 2 4-დან").

ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლებიან  ის მოსწავლეები, რომლებიც 47 კითხვიდან ყველაზე მეტ კითხვას გასცემენ სწორ პასუხს. თანაბარი ქულების შემთხვევაში მეორე ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც კითხვებზე პასუხის გაცემას შედარებით ნაკლები დრო მოანდომეს.

ონლაინ ოლიმპიადის  პირველი ეტაპის დასრულების  შემდეგ, ვლინდება  გამარჯვებული  ათეული, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. მეორე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები.

მეორე  ტური:

ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება  2023 წლის  ივნისში. ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.

პრიზები

ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.

ასევე დაჯილდოვდება პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი, თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ვებ.გვერდზე ჰყავს მითითებული.

გისურვებთ  წარმატებას!