ყველას, ვისაც ჰქონია სექსუალური აქტივობა, შეიძლება ჰქონდეს სგგი ანუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციები.
ყველა ადამიანისთვის არსებობს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი: მიუხედავად ურთიერთობისა და ოჯახური მდგომარეობისა, გენდერისა და ორიენტაციისა, ასაკისა თუ რასისა. თუ ადამიანს სურს პარტნიორთან სექსი ჰქონდეს, უნდა იცოდეს, რომ შეუძლია სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი 70-დან 90%-მდე შეამციროს, რაც დამოკიდებულია ინფექციასა და ზომებზე, რომელთაც ამ რისკის შესამცირებლად იღებს. რისკის შემცირება შესაძლებელია ისეთი სექსით, რომლის დროსაც სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისადმი ღია არ არის.
სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკის შემცირება ისეთი სექსის დროს, როდესაც ყველაზე ხშირად გადადის ასეთი ინფექციები შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ბარიერების (მაგ. კონდომის) გამოყენება, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებზე რეგულარული შემოწმება და მკურნალობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა, სიმთვრალისას სექსისგან თავის შეკავება, რადგან სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას იზრდება შემთხვევითი და ბარიერების (კონდომის) გამოყენების გარეშე განხორციელებული სექსუალური კავშირების რისკი. ჯანსაღი ურთიერთობების ქონა და სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შემცირება. ამ წესებს უსაფრთხოს უწოდებენ გარკვეული მიზეზის გამო: ისინი სექსს უფრო (თუმცა არა სრულებით) უსაფრთხოს ხდის. ისინი ამცირებს რისკებს: თუმცა სრულად ვერ აქრობს.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციები განსხვავდება სერიოზულობის მიხედვით. ბევრი მათგანი ფრიად უწყინარია, რამდენადაც დროულად ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა, თუმცა ისეთებიც არის, რომლებიც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს ან სერიოზული გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე, თუ დროულად არ მიმართა ექიმს.
თავდაპირველად სექსუალური გზით გადამდები ინფექციები მოიხსენიებოდა როგორც სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, თუმცა შემდგომში ტერმინი შეიცვალა, რაც გამოწვეულია შემდეგით: ვიღაც შეიძლება დაიფინცირდეს ინფექციით, მაგრამ არასოდეს გამოავლინოს სიმპტომები ან დაავადება. ის, რა თქმა უნდა, მაინც მოახდენს ამ ინფექციის გავრცელებას, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა. ახალი ტერმინი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია.
სგგი – მთავარი ფაქტები
სექსუალური გზით გადამდები ინფექცია არის შემთხვევა, როდესაც სგგი-ის მქონე ადამიანთან კონტაქტისას ვითარდება ინფექცია ბაქტერიის, ვირუსის ან პარაზიტის სხეულში მოხვედრის შემდეგ. ეს შეიძლება მოხდეს:
ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსუალური აქტისას;
სექსუალური სათამაშოების გაზიარებით;
კანიდან კანზე კონტაქტისას (ეხება მხოლოდ რამდენიმე ინფექციას, როგორიცაა ჰერპესი და ადამიანის პაპილომა ვირუსი).
არსებობს რამდენიმე სახის ინფექცია:
ბაქტერიული (მაგალითად, გონორეა და ქლამიდია) – განკურნება შესაძლებელია წამლებით;
ვირუსული (მაგალითად, ჰერპესი და ადამიანის პაპილომა ვირუსი) – მათი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ხდება სიმპტომების მკურნალობა.
დაცვის საშუალებები
სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა არის დაცვის საშუალებების მუდმივად და სწორად გამოყენება ნებისმიერი სახის სექსის დროს, ნებისმიერ პარტნიორთან. დაცული სექსის სხვა მეთოდები რეალურად ნაკლებად იცავს ადამიანს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან. დაცვის საშუალებები ჰგავს უსაფრთხოების ღვედს, რომელსაც მართვის დროს ატარებენ, ბალიშს ან ჩაფხუტს, რომელსაც სხვადასხვა სპორტში იყენებენ: ეს ნივთები გვეხმარება დაზიანებებისგან თავის არიდებაში მანქანის მართვისას ან თამაშის დროს. დაცვის საშუალებებიც ასე გვეხმარება, თავი ავარიდოთ ავადმყოფობას სექსის დროს. იდეალურია, თუ სექსუალური კავშირის დროს იყენებენ ყველა საშუალებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება სექსუალურად აქტიური ადამიანების თავდაცვას, დაცვის საშუალებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
რა ხდება, თუ პარტნიორს უკვე აქვს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია?
თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მარტო გაუმკლავდება სექსუალური გზით გადამდებ ინფექციას, უნდა იცოდეს, რომ ეს ასე არ არის: აშშ-ში, 15-25 წლის ასაკში თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანი ასე გრძნობს თავს. სექსუალური გზით გადამდები ინფექციის ქონა არ ნიშნავს, რომ ბინძური, ცუდი ან ვინმეზე ნაკლებია, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ავად არის.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა სრულად იკურნება, თუ ხელმეორედ არ დაემართა. პრობლემა ის არის, რომ ყველა არ იკეთებს ტესტს, დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ინფექცია აქვს. ხშირ შემთხვევაში სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებს არ აქვს გამოხატული სიმპტომები. აუცილებელია ტესტების რეგულარულად ჩატარება ორივე პარტნიორის მიერ! თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექცია თავს წამოყოფს, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა და ამის თაობაზე პარტნიორის ინფორმირება, რათა მანაც იმკურნალოს. სასურველია განმეორებითი ტესტის გაკეთებამდე სექსისგან თავის შეკავება, რათა პირი დარწმუნდეს, რომ ინფექცია აღარ აქვს.
თუ ადამიანს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია სჭირს, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია, თუმცა არ იკურნება (მაგ. პაპილომა ვირუსი, ჰერპესი ან აივ-ინფექცია), ამის თაობაზე ინფორმაცია პარტნიორსაც უნდა მიაწოდოს, მიიღოს დანიშნული წამლები, დაიცვას თავი სექსის დროს და მიმართოს ექიმს მეტი ინფორმაციისთვის, რათა თავადაც იყოს დაცული და მისი პარტნიორიც. თუ თავს ცუდად გრძნობს ინფექციის გამო, ჰკითხოს ექიმს დახმარების ჯგუფებისა და სხვა რესურსების შესახებ, სადაც მისემოციურ ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.
რჩევა:
ყველა უნდა ეცადოს, არ მოახდინოს საკუთარი სიმპტომების თვითდიაგნოსტიკა იმის მიხედვით, რა წაიკითხა ვებ-გვერდზე ან წიგნებში. თუ ფიქრობს, რომ შეიძლება სექსუალური გზით გადამდები ინფექცია აქვს, აუცილებელია, ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მიმართოს ექიმს.